ახალი ამბები

თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა

5 მარტი, 2019 • 1178
თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა

თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა 5 მარტს გლდანში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ჩადენილი ამ მუხლით,  ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

რუსთავი 2-ის ცნობით, გარდაცვლილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. 112-ში დახმარებისთვის ქვედა სართულზე მცხოვრებლებმა მიმართეს, თუმცა  დაზიანება მათ ბინაში არ აღმოჩნდა და შენობის დათვალიერებისას მიაგნეს გაჟონვის კერას, სადაც ბინაში 2 მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ, მათგან ერთი კი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი