ახალი ამბები

ომბუდსმენი TBC ბანკის საქმის შესწავლას იწყებს

5 მარტი, 2019 • 860
ომბუდსმენი TBC ბანკის საქმის შესწავლას იწყებს

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი TBC ბანკის საქმის შესწავლას იწყებს. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა:

“მე შევხვდი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.  ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხების გარშემო. ვფიქრობ, რაც მოვისმინე როგორც მათთან შეხვედრაზე, ასევე გუშინ, საკომიტეტო მოსმენაზე, ნამდვილად არის ის საკითხები, რაც ექცევა ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეშ.  ამიტომ სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა.

რამდენიმე მიმართულებაზე ვფიქრობთ, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება, დამატებითი ინფორმაცია გამოვითხოვოთ შესაბამისი უწყებებიდან და შემდგომ უკვე ჩამოვყალიბდებით, კონკრეტულად რა მიმართულებით წავიდეთ. ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება იყოს, იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ამ პირების მიმართ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან,” – ამბობს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას თქმით, შს მინისტრის შესაძლო მუქარის წერილზე საკომიტეტო მოსმენიდან გაიგო და მასთან შეხვედრისას ამ თემაზე ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არ უსაუბრიათ. ლომჯარია მზადაა აღნიშნული საკითხიც შეისწავლოს.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

6 ახალი და საყურადღებო ამბავი, რაც ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლიდან გავიგეთ

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი