ახალი ამბები

რამდენიმე წყაროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებაში” ბრუნდება

5 მარტი, 2019 • 1779
რამდენიმე წყაროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებაში” ბრუნდება

მედიის ნაწილის და კიდევ რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.

ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებენ “რუსთავი 2” და “ტვ პირველი”, ასევე, ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა, რომელიც  ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. ამ ინფორმაციას ასევე ავრცელებს ნინო კობახიძე, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერობისას მთავრობის ადმინისტრაციის მოადგილე იყო.

სწორედ ამაზე მიანიშნებს დეპუტატი ოთარ ჩრდილელიც:

ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის პოსტს დაიკავებს.

პარტიის ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე

ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება

მასალების გადაბეჭდვის წესი