ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება

5 მარტი, 2019 • 1665
ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება

“ქართული ოცნების” ყოფილი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მედიის ნაწილის და კიდევ რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.

ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებენ “რუსთავი 2” და “ტვ პირველი”, ასევე, ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა, რომელიც  ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. ამ ინფორმაციას ასევე ავრცელებს ნინო კობახიძე, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერობისას მთავრობის ადმინისტრაციის მოადგილე იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის პოსტს დაიკავებს.

პარტიის ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი