ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ერდოღანის ინაუგურაციაზე დასწრების საკითხზე მსჯელობენ

27 აგვისტო, 2014 • • 1020
სომხეთში ერდოღანის ინაუგურაციაზე დასწრების საკითხზე მსჯელობენ

პოლემიკა ძირითადად სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა და თურქეთის მხრიდან 1993 წელს ყარსიდან [თურქეთი] გიუმრში [სომხეთი] დაბლოკილი სარკინიგზო მონაკვეთის კონტექსტში იმართება. გარდა ამისა, თურქეთში სომეხთა ვიზიტის მოწინააღმდეგენი მიიჩნევენ, რომ ანკარა მკვეთრად გამოხატულ პროაზერბაიჯანულ პოზიციას იკავებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში და არა მხოლოდ არ ჩქარობს ოსმანური იმპერიის დროს სომეხთა გენოციდის აღიარებას, 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობის ფაქტსც არ აღიარებს. 

 

ამასთან, ორ ქვეყანას შორის კონტაქტებისა და დიალოგის მომხრენი მიიჩნევენ, რომ სომხეთის დელეგაციის ვიზიტი თურქეთში – სწორი გადაწყვეტილებაა, რამდენადაც ეს ვიზიტი პატივისცემის გამომხატველია. ისინი იხსენებენ, რომ თავის დროზე სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა მონაწილეობა მიიღო თურქეთის პრეზიდენტის, თურგუტ ოზალის დაკრძალვის ცერემონიაში.

 

პოლიტოლოგმა ალექსანდრ მანასიანმა ერევანში დღეს, 27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ სომხეთში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობის მოწინააღმდეგენი მიუთითებენ ერდორანის ანტისომხურ განცხადებებზე, “დიდ პოლიტიკაში მსგავსი განცხადებები არაფერია.” მისი თქმით, “ამ ცერემონიაში სოხმეთის მონაწილეობა ნიშნავს თურქეთთან გარკვეული კონტაქტების მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკაში ხიდების ჩატეხვაზე ბევრად სწორია.” მან ასევე განაცხადა, რომ ერდოღანის ინაუგურაციაში მონაწილეობაზე უარის თქმა პრეზიდენტის მიერ “არის თავისებური მესიჯი თურქეთისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.” 

 

სომხეთის პარლამენტში ერთ-ერთი უმსხვილესი ფრაქციის – “აყვავებული სომხეთის” პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც საზოგადოებაში დიდი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობენ, განაცხადეს, რომ რამდენადაც ორ ქვეყანას შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები, “მონაწილეობის სხვა დონე უნდა იყოს არჩეული.”

 

სომხეთის პოლიტოლოგთა კავშირის თავმჯდომარე ამაიაკ ოვანისიანი მიიჩნევს, რომ ისეთი არაცალსახა და რთული სიტუაციის გამო, როგორიც რეგიონში და ახლო აღმოსავლეთშია, სწორედ “დიპლომატიამ უნდა თქვას თავისი სიტყვა.” 

 

“ჩვენ მეზობლები ვართ, ჩვენთვის აუცილებელია გავიაზროთ წარსული, მაგრამ ეს ჩვენ შეგვიძლია და უნდა გადავწყვიტოთ სწორედ კოქტაქტების მეშვეობით, და არა მხოლოდ ანკარას მიმართ თუნდაც ასი პროცენტით სამართლიანი და საფუძვლიანი მოთხოვნებით,”- ფიქრობს ამაიაკ ოვანისიანი. მისი აზრით, თურქეთში სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი