საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ “ევროპული საქართველოსთვის” უმცირესობის ფორმალური სტატუსი არ არის დიდი მნიშვნელობის მქონე.
4 მარტს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობას ტოვებენ პარლამენტარები, მირიან წიკლაური და გია ჟორჟოლიანი. ეს ნიშნავს, რომ “ევროპული საქართველო” ავტომატურად კარგავს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს.
საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნებას “ევროპული საქართველო” იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუკი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანდება. ნეტგაზეთმა გიორგი კანდელაკს ჰკითხა, გეგმავს თუ არა პარტია ენმ-სთან გაერთიანებას, ან მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციები. კანდალაკმა გვიპასუხა:
“ჯერჯერობით ასეთი კონსულტაციები არ მიმდინარეობს… “ევროპული საქართველოსთვის” უმცირესობის ფორმალური სტატუსი არ არის დიდი მნიშვნელობის მქონე. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქართულ ოცნებასთან ქმედითი ბრძოლა, როგორც პარლამენტში, ასევე, რა თქმა უნდა, ქვეყანაში — მუნიციპალიტეტებში და ა.შ. უმცირესობის ფორმალური სტატუსი არც იმდენად განსაკუთრებულ პრივილეგიას არ იძლევა”.
უმცირესობის დაკარგვა ან ენმ-სთან გაერთიანება – “ევროპული საქართველოს” დილემა