ნეტგაზეთი | რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმება რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმება – Netgazeti
RU | GE  

რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმება

აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობამ და რუსულ-აფხაზურმა საბჭომ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას აპსნიპრესი ავრცელებს.

ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი მიმართულებებით ითანამშრომლებენ: 

 

ინფორმაციის გაცვლა კომპეტენციის ფარგლებში; ყველა შესაძლო ზომის მიღება რუსეთისა და აფხაზეთის საქმიანი წრეების საინვესტიციო და საწარმოო პოტენციალის შესახებ ინფორმირებულობის ზრდისთვის; აფხაზეთის ბაზარზე რუსული კომპანიების მომსახურებისა და საქონლის პოპულარიზაცია და მონაწილეობა ერთობლივ კონფერენციებში, მრგვალ მაგიდებში, შეხვედრებში, გამოფენებში და ა.შ. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია