საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად  იმას ასახელებს, რომ ღარიბაშვილი თავისი პრემიერ-მინისტრობის განმავლობაში ოფიციალური ვიზიტით თურქეთს არ სწვევია.

 

“იმის გამო, რომ საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების ვიზიტების გაცვლა წელს უკვე მოხდა, მოგეხსენებათ, ბატონი გიორგი მარგველაშვილი ბრძანდებოდა თურქეთში, და თურქეთის პრზიდენტიც ბრძანდებოდა საქართველოში. ამიტომ მიემგზავრება ახლა და მოლოდინიც თურქეთის მხრიდან იყო, რომ ჩავიდოდა პრემიერი, რადგანაც იგი არ ყოფილა თურქეთში იმ პერიოდში, როდესაც იგი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი”, – განაცხადა ფანჯიკიძემ 26 აგვისტოს.

 

თურქეთში პრეზიდენტის არჩევნები 10 აგვისტოს გაიმართა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა.

 

რიგით მე-12 პრეზიდენტის ინაუგურაცია 28 აგვისტოს გაიმართება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *