“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის წერილი:
“არჩევნების მეორე ტურის წინ მე მივიღე წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნიგან, რომლშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ეს დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც არ შევასრულეთ”, – თქვა ხაზარაძემ.
მოგვიანებით მან დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად თქვა, რომ ეს იყო მუქარის წერილი გიორგი გახასრიასგან.