ნეტგაზეთი | მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ ოჯახის, კულტურის, ტრადიციების სიყვარული — კილაძე მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ ოჯახის, კულტურის, ტრადიციების სიყვარული — კილაძე – Netgazeti

მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ ოჯახის, კულტურის, ტრადიციების სიყვარული — კილაძე

“ჩვენ ვიცავთ ბავშვების კეთილდღეობას, მაგრამ ამის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ვასწავლოთ ოჯახის სიყვარული და მისი პატივისცემა”, — განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ “ბავშვთა უფლებათა კოდექსის” განხილვაზე, რომელსაც მმკ და სხვები ესწრებიან.

“ჩვენ ვიცავთ ბავშვების კეთილდღეობას. მაგრამ ამის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ვასწავლოთ ოჯახის სიყვარული და მისი პატივისცემა; ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარი სამშობლოს, კულტურის, ტრადიციების პატივისცემა, ერთმანეთის პატივისცემა, ორიენტირება შრომაზე და მოხალისეობაზე და ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრება”, – განაცხადა კილაძემ.

კილაძის თანახმად, კანონპროექტის “ერთ-ერთი ძირითად მიმართულება არის ოჯახის გაძლიერება. ოჯახი განმარტებული გვაქვს, როგორც საზოგადოების ფუნდამენტური ჯგუფი და ბავშვის აღზრდის და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო”.


4 მარტს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტარები განიხილავენ “ბავშვის უფლებათა კოდექსს”, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა. გაერთიანებული კომიტეტის სხდომას სხვებთან ერთად ესწრებიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები.

ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვას პარლამენტში მმკ და სხვები ესწრებიან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com