ახალი ამბები

ანონსი –26 აგვისტო

25 აგვისტო, 2014 • • 1493
ანონსი –26 აგვისტო

11:00 მედიასთან შეხვედრა იუსტიციის სახლში. თემა: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსი შესახებ“;


11:30 ,,პრაიმტაიმის’’ პრესკლუბში ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე რუსთავის ქალთა მე-5 საპყრობილეში პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;

 

12:30 პრაიტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში პოლიციელთა მიერ მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;


12:30“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა:თბილისის ბიუჯეტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.


13:00 „პირველ პრესკლუბში“ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა:აგროდაზღვევის ახალი პროგრამის დეტალები, მთავრობის ინიციატივა აგროდაზღვევის ახალი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს, თუმცა იგი საფუძვლიან დახვეწას საჭიროებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი