
NDI-ის კვლევის შედეგებით, სოფლის მოსახლეობის უფრო დიდი პროცენტი ფიქრობს ასე, ვიდრე ქალაქის მცხოვრებელი. სოფლად მცხოვრები ადამიანების 76% მიიჩნევს, რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ჩაერთოს, ხოლო თბილისის შემთხვევაში ეს 72%-ია. ამ თემასთან დაკავშირებით ასევე განსხვავებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მონაცემები.

საქართველოს ქალაქების მოსახლეობას შორის ყველაზე სეკულარული მცხეთაა, სადაც მოსახლეობის 80% მიიჩნევს, რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ჩაერთოს. ბათუმში სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაზე ნაკლები ფიქრობს ასე- 61%. თბილისში კი- 72%.
კვლევა NDI -ის დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა. კვლევისთვის 23 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 3,338 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%
