“ამჟამად მისი მფგომარეობა გაუმჯობესებულია,” – ნათქვამია ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც მალევე გაკეთდა ფრიტაუნიდან თვითმფრინავის აფრენის შემდეგ.

 

BBC-ს ცნობით, ამერიკელი მეცნიერი, რომელიც დაავადებულთან ერთად მუშაობდა, ამბობს, რომ ის არის უილიამ პული, 29 წლის მოხალისე ექთანი.

 

უილიამ პული დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიით დაზარალებულთა მოსავლელად მოხალისედ წავიდა. ებოლას ვირუსმა 1500–მდე ადამიანი შეიწირა.

 

უილიამ პული ლონდონში, Royal Free hospital–ში მოათავსეს, სადაც მას იზოლირებულ განყოფილებაში უმკურნალებენ.

 

ნოტინგჰემის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსოლოგი ჯონათან ბოლი ამბობს, რომ პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ტესტირება, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა ორგანო ფუნქციონირებს.

 

“ის ნამდვილად საუკეთესო ადგილას არის და საუკეთესო მკურნალობა ჩაუტარდება,”– თქვა მან.

 

ებოლას ვირუსი არ იკურნება, თუმცა სიმპტომების მკურნალობითა და სათანადო ჰიდრატაცით პაციენტების გადარჩენის შანსი იზრდება.

 

ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, როცა ებოლას მიმდინარე ეპიდემიის დროს  ბრიტანელი დაავადდა.

 

გასულ კვირას ორი ამერიკელი, რომლებიც ლიბერიაში დააავადდნენ, გამოჯანმრთელდნენ და გაწერეს საავადმყოფოდან მას შემდეგ, რაც ამერიკაში ექსპერიმენტული მედიკამენტით, ZMapp–ით იმკურნალეს.

ელექტრონული ბილბორდი მოსახლეობას ებოლას ვირუსის შესახებ აფრთხილებს. აბიჯანი, კოტ-დ’ივუარი
ელექტრონული ბილბორდი მოსახლეობას ებოლას ვირუსის შესახებ აფრთხილებს. აბიჯანი, კოტ-დ’ივუარი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *