ახალი ამბები

სტიქიის გამო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მეორედ შეწყდა

21 აგვისტო, 2014 • • 1441
სტიქიის გამო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მეორედ შეწყდა

საბაჟოს ტერიტორიიდან თანამშრომლები უსაფრთხო ზონაში, ლარსის სამონასტრო კომპლექსში არიან გადაყვანილი.

 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კმ.ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა.  შედეგად, რუსეთისკენ მიმავალი ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონა დუშეთის რაიონის სოფელ ბოდორნასთან არის გაჩერებული.

 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები ლარსის საბაჟო– გამშვებ პუნქტზე, სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყება:

 

“სამწუხაროდ, საბაჟო დატბორილია, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია. როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, დაიწყება სამაშველო სამუშაოები და გაწმენდითი სამუშაოები. სახელმწიფო დააფინანსებს სრულად ამ ოპერაციას” – განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

 

სტიქიის გამო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მეორედ შეწყდა. 

 

ირაკლი ღარიბაშილის განმარტებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი გაცილებით დიდია, ვიდრე წინა მეწყერის დროს:

 

– “ღამით დარიალის ხეობაში ინტენსიურ წვიმას და ღვარცოფს კვლავ მოჰყვა მეწყერის ჩამოწოლა და სამწუხაროდ, გაუჩინარებულია 2 ადამიანი, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებზე, გვირაბში მუშაობდნენ. საბედნიეროდ, ამუშავდა წინა სტიქიის დროს დამონტაჟებული სიგნალების სისტემა, რამაც შესაძლებელი გახადა ადამიანების დროული ევაკუაცია. ჩემი დავალებით, მთავრობის წევრები წუხელვე ჩავიდნენ სტიქიის ზონაში. ადგილზე იმყოფება 4 მინისტრი – ჭიკაიძე, ხოკრიშვილი, შავლიაშვილი, ხადური. შექმნილია საგანგებო შტაბი და უკვე დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შეყვანილია ტექნიკა. უკვე გაკეთდა დამბა, რაც მდინარე თერგს დაგუბების საშუალებას არ მისცემს. მიმდინარეობს 24-საათიანი მუშაობა და ზარალის მასშტაბი მალე დადგინდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეწყერი დარიალის ხეობაში პირველდ 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. დაიტბორა ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი. 

დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი დაიტბორა
დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი დაიტბორა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი