ახალი ამბები

დევდორაკის ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

21 აგვისტო, 2014 • • 1498
დევდორაკის ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

“დევდორაკის ხეობაში სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები დილის 4 საათიდან დაიწყო. მოეწყო დამცავი დამბა, რომელმაც საავტომობილო გზაზე მდინარე თერგის შემოდინება შეაჩერა. უკვე  დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. მიმდინარეობს  მდინარე თერგის კალაპოტის გაღრმავება” – აცხადებენ სამინისტროში. 


სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკის მობილიზება გრძელდება. ამ დროისათვის ადგილზე რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, დღის განმავლობაში რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

დევდორაკის ხეობაში  კვლავ რჩებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი,  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და სხვა კომპეტენტური პირები. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც აკვირდებიან.

 

ზარალის ზუსტი ოდენობა დგინდება. დამეწყრილ ტერიტორიაზე  სტიქიის შედეგების  სალიკვიდაციო სამუშაოებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. 

 

21 აგვისტოს დევდოარკის ხეობაში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ჩაკეტილია ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი. მაშველები სტიქიის შედეგეად ორ დაკარგულს ეძებენ.  

 

მეწყერი დარიალის ხეობაში პირველდ 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. 

შსს-ს ცნობით, საგანგებო სიატუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალ ჰესის გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მძღოლი გამოიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი