ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ყაზბეგში გაემგზავრა

21 აგვისტო, 2014 • • 1023
გიორგი მარგველაშვილი ყაზბეგში გაემგზავრა

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პრეზიდენტი დამეწყრილ ტერიტორიას მოინახულებს:

 

“პრეზიდენტი უკვე მიემგზავრება ყაზბეგში, სტიქიის ადგილას, ადგილზე ვითარების გასაცნობად. იგი მაისის თვეში მომხდარი სტიქიის დროსაც იყო ყაზბეგში და დამატებით ინფორმაციას იქვე ადგილიდან მოგაწვდით.”

 

ყაბეგის რაიონში მეწყერი მეორედ დღეს, გვიან ღამით ჩამოწვა. დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის გამო მაშველები ორ დაკარგულს ეძებენ.

 

მეწყერი დარიალის ხეობაში პირველდ 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. 

შსს-ს ცნობით, საგანგებო სიატუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალ ჰესის გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მძღოლი გამოიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი