გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი Twitter-ზე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მის მიერ ქართული ენის სწავლის პროცესს ასახავს.
“შემომეხარჯა – შემთხვევით მთლიანად დავხარჯე, მაგრამ არ მინდოდა და მაქვს მოლოდინი, რომ გაგებით მოეკიდებით”, – წერია ფოტოზე, რომელსაც ელჩი აქვეყნებს მინაწერით: “ქართული ზმნები მართლაც ყველაფრის მთქმელია”.
ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩად 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა, თუმცა ქართულ ენას ჯერ კიდევ 2015 წლიდან სწავლობს.