ახალი ამბები

Beselias Kadrebi – პოპულარული ძებნის საგანი Youtube-ზე საქართველოდან

27 თებერვალი, 2019 • 2355
Beselias Kadrebi – პოპულარული ძებნის საგანი Youtube-ზე საქართველოდან

Beselias Kadrebi – ბოლო 30 დღის განმავლობაში Youtube.com-ზე საქართველოდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძებნის საგანია.

ამ პერიოდში პოპულარობის მიხედვით 10 ყველაზე ზრდადი ძებნის საგნიდან 2 სწორედ აღნიშნულ კადრებს ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშულ პერიოდში საქართველოდან ინტერნეტის მომხმარებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა ეძებდა ზემოხსენებულ კადრებს Youtube.com-ზე. ამ პერიოდში ფარული კადრების ზრდადი პოპულარობა Youtube.com-ზე სერიალ ნაადრევ ფრინველს ჩამორჩება.

Youtube.com-ზე და არც სხვა რომელიმე ვებგვერდზე ზემოხსენებული კადრები განთავსებული არ არის. მისი შენახვა და გავრცელება კი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. 

კადრები, გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მხოლოდ მესენჯერებსა და ჩატებში ვრცელდებოდა, შემდეგ ის საჯაროდაც აიტვირთა ზოგიერთ ვებგვერდზე, თუმცა მალევე წაიშალა. ამ საქმეზე პასუხსიგებაში 20-მდე პირია მიცემული, თუმცა პირველწყარო ჯერ დადგენილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი