ახალი ამბები

თიბისის საქმის საკომიტეტო მოსმენა შეწყდა – ხაზარაძე/ჯაფარიძემ სიტყვის თქმა ვერ შეძლეს

26 თებერვალი, 2019 •
თიბისის საქმის საკომიტეტო მოსმენა შეწყდა – ხაზარაძე/ჯაფარიძემ სიტყვის თქმა ვერ შეძლეს

ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ შეწყვიტა სხდომა, რომელზეც თიბისის ბანკის საკითხს განიხილავდნენ. მან სხდომის დასრულების თაობაზე კენჭისყრა გამოაცხადა და შემდეგ დაასრულა.

მიზეზად მან ბანკისთვის “საფრთხის შემცველი ინფორმაციის” გავრცელება დაასახელა. კაკულიას თქმით, ეს გადაწყვეტილება გუნდთან თათბირის შედეგად მიიღო.

კაკულიას თქმით, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემოდათ თიბისის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ასევე, ოპოზიცია პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა, ხოლო კითხვა-პასუხი ეროვნული ბანკის თავმჯდომარესთან აღარ შედგებოდა. საბოლოო ჯამში, კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ თიბისის დამფუძნებლებმა სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხეს.

ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ გააკრიტიკა. მათი თქმით, პარლამენტში კითხვების დასმის აკრძალვა დაუშვებელია.

ამავე თემაზე

 

კატეგორიულად არ ვეთანხმები გვენეტაძეს, რომ საჯარო განხილვა დამაზიანებელი იქნებოდა – ხაზარაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის, ხაზარაძე/ჯაფარიძეს მოუსმინოს – კოვზანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი