ახალი ამბები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის, ხაზარაძე/ჯაფარიძეს მოუსმინოს – კოვზანაძე

26 თებერვალი, 2019 • 788
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის, ხაზარაძე/ჯაფარიძეს მოუსმინოს – კოვზანაძე

საფინანსო-საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ კომიტეტი მზადაა, თიბისი ბანკის დამფუძნებლებს- ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს მოუსმინოს.

თუმცა, როგორც კოვზანაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრა და იქნება თუ არა ის საჯარო.

 

“ჯერ არ ვიცი ფორმატი, უბრალოდ, ჩვენ ვთქვით, რომ შეგვიძლია მოვაწყოთ ასეთი შეხვედრა”, – განაცხადა კოვზანაძემ ნეტგაზეთთან.

როგორც ცნობილია, ხაზარაძე და ჯაფარიძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ, თუმცა ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ მათ სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი