ახალი ამბები

1921 წლის თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგია

26 თებერვალი, 2019 • 5015
1921 წლის თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგია

1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან და საბჭოთა ანექსიიდან 98 წელი შესრულდა. ბრძოლა ქვეყნის დასაცავად თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, ის მომდევნო 3 კვირის მანძილზეც გაგრძელდა.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან თბილისის ევაკუაციამდე? წარმოგიდგენთ მოვლენათა მოკლე ქრონოლოგიას, ისტორიკოს მიხეილ ბახტაძის ნაშრომის მიხედვით – “1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან”.

ფოტომასალა აღებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის, ქართული სამხედრო ანალიტიკური პორტალის “gmas.ge”-ს ვებგვერდებიდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი