ახალი ამბები

კობა გვენეტაძე უნდა გადადგეს – რომან გოცირიძე

26 თებერვალი, 2019 • 777
კობა გვენეტაძე უნდა გადადგეს – რომან გოცირიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს ეკონომიკის კომიტეტზე მომხდარი ამბის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უნდა გადადგეს. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან და დღეს მან პარლამენტს, ფაქტობრივად, აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა. საპარლამენტო უმრავლესობა, ფაქტობრივად, იშლება და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკიც. ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი. ის, ფაქტობრივად, არის ამ გარემოებათა ტყვე, მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, მას არ აქვს საზოგადოების წინაშე ნდობა და ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას. დღეს მომხდარი ამბის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს იქნება კარგი გაკვეთილი ყველასთვის”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ შეწყვიტა სხდომა, რომელზეც თიბისის ბანკის საკითხს განიხილავდნენ.

მიზეზად მან ბანკისთვის “საფრთხის შემცველი ინფორმაციის” გავრცელება დაასახელა. კაკულიას თქმით, ეს გადაწყვეტილება გუნდთან თათბირის შედეგად მიიღო.

კაკულიას თქმით, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემოდათ თიბისის დამფუძნებლებს- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ასევე, ოპოზიცია პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა, ხოლო კითხვა-პასუხი ეროვნული ბანკის თავმჯდომარესთან აღარ შედგებოდა. საბოლოო ჯამში, კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ თიბისის დამფუძნებლებმა სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.