ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნული ბანკი პარლამენტში სესხების ახალი რეგულაციების განხილვის გადავადებას ითხოვს

25 თებერვალი, 2019 • 2031
ეროვნული ბანკი პარლამენტში სესხების ახალი რეგულაციების განხილვის გადავადებას ითხოვს

ეროვნული ბანკი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს 2019 წლის 1 იანვარს შემოღებული რეგულაციების საკითხის განხილვის გადავადების თხოვნით მიმართავს.

“რაც შეეხება, კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება ეროვნლი ბანკის მიერ 2019 წლის პირველ იანვარს შემოღებულ რეგულაციებს, ეროვნული ბანკი ინტენსიურად აკვირდება რეგულაციის მიმდინარეობის პრაქტიკას და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა ნაადრევია. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკითხის მოგვიანებით განხილვას სთავაზობს” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

აღნიშნული ცვლილებები ბანკების მიერ სესხების გაცემის წესს ეხება.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ეროვნულმა ბანკმა საბანკო სესხებზე ახალი შეზღუდვები დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი