ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა შებოლილი თევზის ფალსიფიცირების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

15 აგვისტო, 2014 • • 1055
საგამოძიებო სამსახურმა შებოლილი თევზის ფალსიფიცირების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

გამოძიების ინფორმაციით, ი/მ „რომან ქაჯაია“ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ლევან ქაჯაიასთან ერთად, მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ახდენდა კუსტარული წესით დამზადებული ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციას.

 

გამოძიების ცნობით, აღნიშნული ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტები არ შეესაბამებოდა სტანდარტს, შეცვლილი ჰქონდათ თვისობრიობა და მათი მოხმარება საშიში იყო ადამიანის სიციცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი