ახალი ამბები

“აღარაა რომანტიზმის დრო-მეთქი” – რა უთხრა ბესელიამ ჩუგოშვილს ცნობილ კადრში

22 თებერვალი, 2019 • 1150
“აღარაა რომანტიზმის დრო-მეთქი” – რა უთხრა ბესელიამ ჩუგოშვილს ცნობილ კადრში

ეკა ბესელია გადაცემაში “პირველები” განმარტავს, რა უთხრა თამარ ჩუგოშვილს პარლამენტის პლენარული სხდომის ამსახველ კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

როგორც “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ამბობს, ის ირაკლი კობახიძის განცხადებამ გააბრაზა და ტრიბუნისკენ სიტყვით გამოსასვლელად მიდიოდა, რა დროსაც პარლამენტის ვიცესპიკერს, თამარ ჩუგოშვილს გამოელაპარაკა:

“მე უკვე მივდივარ ტრიბუნისკენ, ვარ გაბრაზებული ძალიან, არა თამარზე. თამარს სასამართლოსთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია თავიდანვე, გამიკვირდა, გუშინ რომ არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს. ამის მიუხედავად, მე ვაფასებ მის პრინციპულობას ამ თემებთან დაკავშირებით.

მე ძალიან გამაბრაზა კობახიძის ფრაზამ და ვიცოდი, რაც უნდა მეთქვა. რაც ვუთხარი თამარს, როდესაც ის წინადადება წამოაყენა, იყო, რომ აღარაა რომანტიზმის და განცხადებების დრო. ვუთხარი – თამარ დაიწყე, გადადგი ეს ნაბიჯი და პირველი მე მოვაწერ ხელს” – ამბობს ბესელია ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “პირველები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი