12:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გამართავს. თემა: სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდება, გირგვლიანის საქმე.
12:00 თბილისის მერი 112-ს ესტუმრება. დავით ნარმანია უწყებას საქმიანობასა და დაგეგმილ სიახლეებს გაეცნობა.
13:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე გამართავს. თემა: სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდება.
13:30 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვევა.
14:00 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia”-ს პრეზიდენტი, ამერიკის და იაპონიის ელჩებთან ერთად დმანისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ ადმინისტრაციულ შენობას მოინახულებენ.
საკონტაქტო ტელ: +(995) 599 12 00 09 ზედა დმანისში, ნანა დედოფლის ქ. #9 -ში
15:00 ქობულეთის მინუციპალიტეტში, დაბა ჩაქვში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის ბოლო 2 კილომეტრის მშენებლობის პროექტის, გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვას გამართავს. განხილვა დაბა ჩაქვის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება.
17:00 „ფრონტლაინ ჯორჯია“ (მის: ლ. ასათიანის ქუჩა #62) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამართავს კვლევის პრეზენტაციას თემაზე: არაღიარება, უმოქმედობა და რეპრესია საცხოვრებლის სანაცვლოდ