სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიასგან მორალზე და მაღალ ღირებულებებზე საუბარი უხერხულია. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
“მე რაც დავინახე გუშინ, მე შევხედე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავად იყო თავდასხმების ობიექტი.. ცოტა უხერხულია ქალბატონ ბესელიასგან, მორალურ და მაღალ ღირებულებებზე როდესაც საუბრობს ის,” – ამბობს სოფო კილაძე.
გუშინ, 21 თებერვალს პარლამენტმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადების შესახებ ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
დღეს კი, 22 თებერვალს, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უმრავლესობას ტოვებს და ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის. დღევანდელ განცხადებაში ბესელიამ მმართველი გუნდი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქართული ოცნება თავის ღირებულებებს ასცდა. მან ამის მაგალითად სასამართლოს საკითხი დაასახელა.