ახალი ამბები

45 – მომხრე, 17 – წინააღმდეგი – პარლამენტმა 9 დეპუტატის ინიციატივა ჩააგდო

21 თებერვალი, 2019 •
45 – მომხრე, 17 – წინააღმდეგი – პარლამენტმა 9 დეპუტატის ინიციატივა ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადების შესახებ ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტს 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კენჭისყრისას რეგისტრაცია სულ 115 დეპუტატმა გაიარა, თუმცა 53  დეპუტატს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია – ანუ  არც მხარი დაუჭირეს და არც წინააღმდეგ მისცა ხმა.

 

9 დეპუტატის – ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ალექსანდრე ერქვანიას, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ლევან კობერიძის, დავით ჭიჭინაძისა და ოთარ ჩრდილელის – საკანონმდებლო ინიციატივა ეხებოდა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც ითვალისწინებდა რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ გუშინ, 20 დეკემბერს განაცხადა, რომ დარჩება თუ არამ მართველ პარტიაში , სწორედ აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

გუშინვე, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადებას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი