ახალი ამბები

დღეს უმრავლესობის ფორმატში ტრიბუნასთან ბოლოჯერ გამოვედი – ლევან გოგიჩაიშვილი

21 თებერვალი, 2019 •
დღეს უმრავლესობის ფორმატში ტრიბუნასთან ბოლოჯერ გამოვედი – ლევან გოგიჩაიშვილი

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ჩემი ბოლო გამოსვლა იყო ტრიბუნასთან, – განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მისი და კიდევ 8 დეპუტატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ჩააგდო.

გოგიჩაიშვილმა არ დააკონკრეტა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მმართველი პარტია დატოვ, ან როდის გააკეთებს ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას.

მე მგონი, ყველა ხვდება ჩემს გადაწყვვეტილებას. მაინცდამაინც უნდა ვთქვა, რომ გამოვედი [უმრავლესობიდან]? მე უნდა გავაკეთო განცხადება და ყველას ავუხსნა, რატომ მოვიღე ეს გადაწყვეტილება. წყალგამყოფი იყო და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის ის ფორმულა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ისინი ცუდები იყვნენ და ესენი კარგები არიან. არ გამოვა უკვე აღარაფერი, მორჩა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

რაც შეხება დეპუტატ ეკა ბესელიას, მან განაცხადა, რომ ხვალ, 12:00 საათზე გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა/არწასვლის შესახებ.

ვრცლად:

ბესელია: ირაკლი კობახიძე არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი