ეკა ბესელია ხვალ, 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთბს, – ამის შესახებ დეპუტატმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც პარლამენტმა მისი და კიდევ 8 დეპუტატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ჩააგდო.
სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობას, რის შესახებაც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც მიანიშნებდა.
ჩემთვის დღევანდელი დებატები აჯამებს იმ საკმაოდ მძიმე რეალობას, რაც ხდება. სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძემ, ზარდიაშვილმა, ოხანაშვილმა და ა.შ. ვერ გაბედეს, ძალადობრივ რეჟიმად გამოეცხადებინათ “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ბესელიამ დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ.
ეკა ბესელიამ დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს, სავარაუდიდ, არის მისი ბოლო სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო ტრიბუნიდან, როგორც უმრავლესობის წევრის.
ვრცლად:
45 – მომხრე, 17 – წინააღმდეგი – პარლამენტმა 9 დეპუტატის ინიციატივა ჩააგდო
ბესელია: ირაკლი კობახიძე არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე [ვიდეო]