“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას მიმართავს და აცხადებს, რომ მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს როგორც კენჭისყრის დროს, ასევე, სასამართლო სისტემაში ცვლილებების განხორციელების პროცესში.
ცვლილება, რომელსაც ახლა წარმოადგენს ქალბატონი ეკა ბეელია, არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი და ფრაქცია გაცილებით მეტს ითხოვს. ჩვენ ვიმოქმედებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდეს და საერთოდ გაუქმდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნები, რადგან არ ვართ ამისთვის მზად, როგორც გვაჩვენა გამოცდილებამ… არც ჩვენი სახელმწიფო და მოსამართლეთა კორპუსია მზად. ამიტომ, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი და, ცხადია, მხარს გიჭერთ, ქალბატონო ეკა; მხარს გიჭერთ ცვლილებების განხორციელებაშიც და კენჭისყრის პროცესშიც”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილ კანონპროექტს ჩააგდებს, რის გამოც საკუთარი პარტიის სამოქმედო გეგმაზეც საუბრობს, რომლის ნაწილიც იქნება საპროტესტო აქციები სასამართლოს შენობებთან:
ჩვენ კიდევ სხვა გეზი გვაქვს. ვგულისხმობ სამოქალაქო აქტივიზმს. ამ დემოკრატიულ ბერკეტს აუცილებლად გამოვიყენებთ. ყველა სასამართლოსთან მივალთ და ვაიძულებთ მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, დატოვონ ეს სისტემა.”
მიუხედავად ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებისა, რომელიც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარს არ უჭერს, მმართველი გუნდის დეპუატატმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ღიად დააფიქსირა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
“ოცნების” პოლიტსაბჭოს უარის მიუხედავად ქანთარია ბესელიას კანონპროექტს მხარს უჭერს
დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს. “ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ დარჩება თუ არა მმართველ პარტიაში, სწორედ აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
ეკა ბესელია და კიდევ 8 კანონმდებელი 7 თებერვალს გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე შეაჩეროს.
კანონპროექტს ხელს აწერენ შემდეგი დეპუტატები: გედი ფოფხაძე, საშა ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭნაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი.
“ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში დარჩება თუ არა, ეს მისი და 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გუშინ, 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება და აღმნიშნა, რომ ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.