ახალი ამბები

“ოცნების” პოლიტსაბჭოს უარის მიუხედავად ქანთარია ბესელიას კანონპროექტს მხარს უჭერს

21 თებერვალი, 2019 •
“ოცნების” პოლიტსაბჭოს უარის მიუხედავად ქანთარია ბესელიას კანონპროექტს მხარს უჭერს

მიუხედავად ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებისა, რომელიც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარს არ უჭერს, მმართველი გუნდის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ღიად დააფიქსირა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

მე ხმას მოგცემთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამით წინააღდეგობა გამოვხატო იმ არაჯანსაღი ვითარებისადმი, რამაც დაბადა დღევანდელი რეალობა. მხოლოდ ამიტომ გაძლევთ ხმას, თუმცა შედეგი წინასწარ ვიცი და ვხედავ,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს.  “ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ  დარჩება თუ არა მმართველ პარტიაში, სწორედ აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ეკა ბესელია და კიდევ 8 კანონმდებელი 7 თებერვალს გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე შეაჩეროს.

კანონპროექტს ხელს აწერენ შემდეგი დეპუტატები: გედი ფოფხაძე, საშა ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭნაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ დარჩება თუ არა მმართველ პარტიაში , ეს მისი და 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გუშინ, 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება და აღმნიშნა, რომ  ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი