ახალი ამბები

ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატის ცემას უარყოფს

11 აგვისტო, 2014 • • 2088
ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატის ცემას უარყოფს

ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატთან, კობა გოჩალეიშვილთან კამათი მოუვიდა, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა:  

 
“ტყუილი ინფორმაციაა, საიდან გავრცელდა, რომ თითქოს გოჩალეიშვილი ვცემე, არ ვიცი. არაფერი არ მომხდარა. ეს იყო მუშა პროცესი, მოვიდა საკრებულოს წევრი, რომელიც ითხოვდა ხელფასის დანიშვანს და მას არ ეკუთვნის ხელფასი. ამაზე იყო მსჯელობა. ის, რომ ამას მოჰყოლოდა ცემა–ტყეპა, მსგავსი არ ყოფილა. კობა გოჩალეიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატია. ადრე “ნაციონალური მოძრაობიდან” იყო. ახლა საკრებულოში არის მაჟორიტარი დეპუტატი შორაპნიდან და არის დამოუკიდებელი.”
 
 
დავით მაღრაძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს:”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში არის პირდაპირ მოცემული, ვის შეიძლება დაენიშნოს საკრებულოში ხელაფსი და ვის არა. საკრებულოს თანამდებობის პირები იღებენ მხოლოდ ხელფასებს. ის არ არის თნამდებობის პირი, არც ფრაქციის თავმჯდომარე და არც კომისიის თავმჯდომარე. არის ჩვეულებრივი რიგითი წევრი. დეპუტატის შრომა არ ანაზღაურდება.”


მაღრაძე აცხადებს, რომ კობა გოჩალეიშვილს ბანკის ვალი აქვს და ქონება დაუყადაღეს:”კანონით მას არ ეკუთვნის ხელფასი და ჩემთან აქვს პრეტენზია, როგორც სკრებულოს თავმჯდიმარესთნ. მე მას ავუხსენი, რომ ხელფასი არ ეკუთვნის. ის მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია და შესანიშნავად იცის, ვის ენიშნება ხელფასი და ვის არა.”  


საკრებულოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კობა გოჩალეიშვილი 2010–2014 წლების მოწვევის პარლამენტში  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შორაპნის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2012 2014 წლებში საკრებულოში ფრაქცია „ოცნების” თავმჯდომარე.,2014 წლიდან არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის მაჟორიტარი 

მასალების გადაბეჭდვის წესი