ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს და კანცლერს შეხვდა

20 თებერვალი, 2019 • 904
სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს და კანცლერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით, სადაც დღეს გერმანიის პრეზიდენტს და კანცლერს შეხვდა.

“საქართველოსათვის ძალიან საჭიროა გერმანიის მეგობრობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს არაღიარების იმ პოლიტიკას, რომელშიც ასევე მონაწილეობს გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, და ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი გახდება ახალ და უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში ამ საკითხების დაძვრა.

ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ვცდილობთ კავშირის განახლებას და გაძლიერებას, რათა გაყინული სიტუაცია სხვა მდგომარეობაში გადავიყვანოთ. ამის გარდა, რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას. მის ამ განცხადებას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკერს შეხვდა.

გერმანიაში ვიზიტამდე სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

ყოველთვის დავგმობთ “ბორდერიზაციას” და ამაზე არ გავჩუმდებით – ემანუელ მაკრონი

მასალების გადაბეჭდვის წესი