ახალი ამბები

სექსუალური შევიწროება დღეიდან დისკრიმინაციის ფორმად ითვლება

19 თებერვალი, 2019 •
სექსუალური შევიწროება დღეიდან დისკრიმინაციის ფორმად ითვლება

სექსუალური შევიწროების დეფინიცია კანონმდებლობაში აისახა და დისკრიმინაციის ფორმად იქნა მიჩნეული.

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონში შესაბამის ცვლილებას საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. ცვლილებების შედეგად, კანონში დაემატა პუნქტი, რომლის თანახმადაც:

“სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახავი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას”.

სექსუალური შევიწროების დეფინიცია ჩაიწერა “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონშიც, რომლის თანახმადაც შრომითი ურთიერთობებისას დაუშვებელია პირის შევიწროება და სექსუალური ნიშნით შევიწროება.


საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია პარლამენტის გენდერული საბჭოს მიერ მომზადებული კანონპროექტთა პაკეტიც, რომლითაც სექსუალური შევიწროება ისჯება საჯარო და კერძო სივრცეში და ფულად სანქციებს ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

როდიდან დაისჯება სექსუალური შევიწროება

მასალების გადაბეჭდვის წესი