ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე ოსი და სომეხი ხალხის მეგობრობის ნიშნად სომხურ ჯვარს აღმართავენ. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
“რესპუბლიკაში ბევრი სომეხი მაღალ თანამდებობას იკავებს, ისინი ღრმად პატრიოტულები არიან და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერსებს იცავენ. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი თანამემამულეებით. ძეგლი სომხეთის ქუჩაზე დაიდგმება, სკვერთან. დღეს უკვე საორგანიზაციო სახის საკითხები წყდება. ჯვარი, რომელსაც ჩვენ იქ დავდგამთ, ოსებისა და სომხების მეგობრობის სიმბოლო იქნება არა მხოლოდ ჩვენს რესპუბლიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში”, – განუცხდა ბიბილოვმა დელეგაციის წევრებს ყარაბაღიდან.
მისივე თქმით, ოსებსა და სომხებს ერთმანეთთა მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, დიმიტრი მედოევი და მასის მაილიანი ცხინვალში შეხვდნენ. მინისტრს ყარაბაღიდან დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც შეხვდა.