ფრანგული მედია იუწყება, რომ ფრანგული მოდის სახლის, “შანელის” (Chanel) მთავარი დიზაინერი, კარლ ლაგერფელდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გამოცემა “ფიგაროს” (Le Figaro) თანახმად, საკულტო დიზანერი, რომელიც “შანელის” კრეატიული დირექტორი იყო 1983 წლიდან, 19 თებერვალს, მრავალკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
გერმანული წარმოშობის ლაგერფელდი დიზაინერობასთან ერთად ფოტოგრაფი და სტილისტიც იყო.