ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები 10 აგვისტოს სოჭში შეხვდებიან

9 აგვისტო, 2014 • • 1087
აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები 10 აგვისტოს სოჭში შეხვდებიან

აღნიშნული შეხვედრის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოვრუზ მამადოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. 

 

მისივე ინფორმაციით აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრებენ.

 

“მოლაპარაკების პროგრესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კონსტრუქციული პოზიცია ექნება სომხეთის პრეზიდენტს”– წერს მამადოვი.  

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრამდე, დღეს 9 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ცალ–ცალკე გამართა შეხვედრები როგორც სომხეთის ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. 

 

ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის სამმხრივი მოლაპარაკების დროს  ©epa 23.01.2012
ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის სამმხრივი მოლაპარაკების დროს ©epa 23.01.2012

 

 

 

ბიოლის ფონდის ლოგო
ბიოლის ფონდის ლოგო

 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის      ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ    ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის  თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა  არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი