ახალი ამბები

დაიწყო მედიაცია ჩვენსა და სამინისტროს შორის — სოცმუშაკები

18 თებერვალი, 2019 • 1257
დაიწყო მედიაცია ჩვენსა და სამინისტროს შორის — სოცმუშაკები

სოციალური მუშაკები იუწყებიან, რომ მათსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო.

ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუკ-გვერდი “სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის”, რომელიც პროტესტის საორგანიზაციო ჯგუფს ეკუთვნის.

მათი ცნობით, პროცესში მედიატორის როლს ასრულებს ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც საქალაქოს სასამართლოს მედიატორია. “სოციალურმა მუშაკებმა მას გააცნეს ყველა ის მოთხოვნა, რომლითაც 8 თებერვალს მიმართეს სამინისტროს”, – წერია განცხადებაში.

სოცმუშაკთა გაზრდილი რაოდენობა, გაუმჯობესებული პირობები და განსაზღვრული გრაფიკი – ეს არის სოცმუშაკების ძირითადი მოთხოვნები. დეტალურად ამ საკითხის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

“ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ სამუშაო პირობებს” – სოცმუშაკები გაფიცვისთვის ემზადებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი