ნეტგაზეთი | თბილისში ძლიერი ქარი ხვალ დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება თბილისში ძლიერი ქარი ხვალ დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება – Netgazeti
RU | GE  

თბილისში ძლიერი ქარი ხვალ დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, ძლიერი ქარი თბილისში 20 თებერვლამდე გაგრძელდება.

როგორც სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, დედაქალაქში ქარის სიმძლავრე სავარაუდოდ დღეს საღამოსკენ დაიკლებს, თუმცა ღამით გაძლიერდება და ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე იქროლებს.

გვაზავას თქმით, 20 თებერვლიდან აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი აღარ არის მოსალოდნელი, დასავლეთით კი ქარი 20 თებერვალსაა პროგნოზირებული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.