წელს ბერლინალეს რიგით 69-ე კინოფესტივალი გაიმართა, რომელზეც საუკეთესო ფილმად ისრაელელი რეჟისორის, ნადავ ლაპიდის “Synonyms” დასახელდა.
საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის პრეზიდენტიც ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში იყო, ჯილდოები შემდეგნაირად გადაანაწილა:
ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის – Synonymes

ვერცხლის დათვი საუკეთესო ფილმისთვის – By the Grace of God

ვერცხლის დათვი ფილმისთვის, რომელიც ახალ პერსპექტივებს შლის (ალფრედ ბაუერის პრიზი) – System Crasher

ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის – I Was at Home, But

ვერცხლის დათვი საუკეთესო ქალი მსახიობისთვის – იონგ მეი, So Long, My Son

ვერცხლის დათვი საუკეთესო კაცი მსახიობისთვის – ვანგ ჯიუნჩუნი, So Long, My son

ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის – Piranhas

ვერცხლის დათვი საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის – Out Stealing Horses

