ნეტგაზეთი | სტიქია სოხუმში [ფოტო/ვიდეო] სტიქია სოხუმში [ფოტო/ვიდეო] – Netgazeti
RU | GE  

სტიქია სოხუმში [ფოტო/ვიდეო]

სოხუმში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილზე ხე მოგლიჯა და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ასევე, მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები დატბორა. სოხუმელები მთელი ღამის განმავლობაში წერდნენ სტიქიის შესახებ “ფეისბუქში”.

“წაიქცა ხეები, მოირყა აივნები, მოძვრა სახურავები, სტაციონარული ტელეფონი არ მუშაობს,” – წერს ფეისბუქში სოხუმში მცხოვრები მზია მუკბა.

 



“საშინელი ქარიშხალია, ეზოში უზარმაზარი ნაძვის ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანას დაეცა. კიდევ ევკალიპტი აპირებს ნაძვის ხის ტრიუკის გამეორებას, დილით დავითვლით ზარალს,” – ასე გამოეხმაურა სტიქიას ფეისბუქში ინალ ხაშიგი, აფხაზეთის გაზეთ “ჩეგემსკაია პრავდას” მთავარი რედაქტორი.

“საშინელებაა, ირგვლივ მინის ნამსხვრევები დაფრინავენ, შუქი არსადაა. ბევრ მეზობელს ყველა ფანჯრის მინა დაემსხვრა,” – წერს კიდევ ერთი სოხუმელი ელა ციშბა.

სოხუმი, 07/08/2014/ ფოტო: ვიქტორ როგანოვი
სოხუმი, 07/08/2014/ ფოტო: ვიქტორ როგანოვი

 

“ვორონოვის ქუჩაზე საშინელება ხდება. რამდენიმე ხე წაიქცა, საშინელი ქარია. ყველა მეზობელი ქუჩაშია, ამ ყველაფერს შეიძლება ეწოდოს სტიქიური უბედურება,” – წერს ფეისბუქში სოხუმში მცხოვრები დაურ ტარბა.

სოხუმი, 07/08/2014/ ფოტო: ვიქტორ როგანოვი
სოხუმი, 07/08/2014/ ფოტო: ვიქტორ როგანოვი

ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა ზიანი განიცადა წუხანდელი ქარიშხლის შედეგად სოხუმმა, ჯერ არ გავრცელებულა.

სოხუმი, 07/08/2014/ ფოტო: ვიქტორ როგანოვი
სოხუმი, 07/08/2014/ ფოტო: ვიქტორ როგანოვი


ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი