ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამჟამად (თბილისის დროით 20:30) თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 7.49 პროცენტით დაეცა. ბირჟაზე ვაჭრობა გრძელდება.
დღის განმავლობაში თიბისის აქციების ყველაზე მაღალი ღირებულება ლონდონის დროით დაახლოებით 14:00 საათზე დაფიქსირდა; ერთი აქციის ფასი – 14.44 ფუნტი, ამჟამად 1 აქცია 13.44 ფუნტი ღირს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე მიმდინარე ვაჭრობას თავადაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ბმულზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2-თვიანი ვადა აქვს.
თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.
ამავე თემაზე