ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ 8 მოსამართლე დანიშნა

14 თებერვალი, 2019 •
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ 8 მოსამართლე დანიშნა

დღეს, 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად 8 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან:

ნატრული აკობია – 12 მომხრე
ეკა არეშიძე – 14 მომხრე
გია ბერაია– 12 მომხრე
ლერი თედორაძე – 13 მომხრე
ინდირა მაშანეიშვილი– 12 მომხრე
სალიხ შაინიძე– 12 მომხრე
ნატო ხუჯაძე – 12 მომხრე
მერაბ ჯორბენაძე – 13 მომხრე

კენჭისყრაში ყველაზე მეტი ხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ მიიღო, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის საქმეს განიხილავდა. მან დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში პროკურატურის ბრალდება არ გაიზიარა.

აღნიშნულ მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა 15 თებერვალს ეწურებოდათ. ისინი სამწლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფებიან, თუმცა მოსამართლეობის გამოცდილება 3 წელზე მეტი აქვთ. სულ საბჭოში უვადოდ დანიშვნის 64 თხოვნა შევიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი