ჩრდილოეთ ღაზაში, სანაპიროს ლტოლვილთა ბანაკში, თავდასხმა 4 აგვისტოს ისრაელის მიერ ცეცხლის ცალმხრივი, ჰუმანიტარული შეწყვეტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში განხორციელდა.
ექიმების ცნობით, 8 წლის ბავშვი დაიღუპა 4 აგვისტოს და რამდენიმე ადამიანი დაშავდა დასავლეთ ღაზაში ისრაელის მიერ ალ–შატეას ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ. თავდასხმა განხრციელდა იმის მიუხედავად, რომ ორშაბათს ისრაელმა დროებითი, ჰუმანიტარული ზავი გამოაცხადა.
ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც ჩინეთის სამხრეთ–დასავლეთ პროვინციაში, იუნანში 3 აგვისტოს მოხდა, 381 ადამიანი გარდაიცვალა, 3 დაიკარგა და 1 800 – დაშავდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მისი ეპიცენტრის ადგილას, სოფელ ლუდანში მოჰყვა.
ჰოლანდიური მზის ენერგიაზე მომუსავე მანქანა, ნუნა, “Sasol მზის გამოწვევა”-თვის ემზადება, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 27 სექტემბერს დაიწყება.
გერმანიაში, იმენშტადტის მახლობლად რამდენიმე დღეში 3 000–ზე მეტ ბუდისტს ელოდებიან; ისინი საზაფხულო კურსზე დასასწრებად შეიკრიბებიან, რომელსაც ორგანიზაცია Diamantweg ჩაატარებს. ეს ორგანიზაცია გერმანიაში 130 მედიტაციის ცენტრს აერთიანებს.