ახალი ამბები

დედაენის ბაღში მკვლელობა მოხდა

4 აგვისტო, 2014 • 899
დედაენის ბაღში მკვლელობა მოხდა

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს, 1963 წელს დაბადებულ მერაბ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.  გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

შსს-ს ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი