ახალი ამბები

ქუთაისში ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით შეწყდება

4 აგვისტო, 2014 • • 1994
ქუთაისში  ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით შეწყდება

4 აგვისტოს სამუშაოები თამარ მეფისა და მანდარიას ქუჩებზე დაიწყო. სამუშაოებს ესპანური კომპანია ,,კობრა“ ასრულებს, ხოლო ზედამხედველობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უწევს.

 

მიმდინარე სამუშაოების გამო ერთი თვის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება მანდარიას ქუჩა- თამარ მეფის ქუჩა ცენტრალური მოედნის გავლით. კერძოდ: საქალაქო ავტობუსები #1 , # 22 და სამარშრუტო მიკროავტობუსები # 15, 21, 23ა. 28, 31ა, 35, 41, 45, 49,50,55, 100, 200 (მარცხენა) იმოძრავებენ: მანდარიას ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა- როძევიჩის ქუჩა- წერეთლის ქუჩა- ფანჯიკიძის ქუჩა- თამარ მეფის ქუჩა- ცენტრალური მოედნის მიმართულებით.

ხოლო მოქალაქეების და სხვა სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ: მანდარიას ქუჩა- თამარ მეფის ქუჩა- სოლომონ პირველის ქუჩა- საფიჩხიის მოედნის მიმართულებით.

“წყლის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის, ამ ეტაპზე ქსელი ცენტრალურ ქუჩებზე იცვლება, ეს მაგალითია იმისა, რომ ამორტიზებული ქსელი ყველა ქუჩაზე ეტაპობრივად შიცვლება. ინტენსიური სამუშაოები უზრუნველყოფს წყლის პრობლემა 2– 3 წლის განმავლობაში გადაჭრილი იყოს,“ – ამბობს შოთა მურღულია, რომელმაც მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

 

2013 წლის 19 დეკემბერს აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მესამე ტრანში, 98 მილიონი აშშ დოლარი დაამტკიცა. 

 

III ტრანშის ფარგლებში დაფინანსდება ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ურეკის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა. III ტრანში ასევე ითვალისწინებს ინვენტარის შეძენას, კერძოდ, კანალიზაციის საწმენდ მანქანას და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ლაბორატორიულ აღჭურვილობას.      

 

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტის ფინანსური სახსრები გაყოფილია ორ ეტაპად. III ტრანშიდან დაფინანსებული იქნება ქუთაისის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ფაზა. ორივე ფაზის შედეგად  შემცირდება წყლის დანაკარგი, ვინაიდან ყველა ძველი მილი გამოიცვლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი