ახალი ამბები

კაფე “მზიური” გაქურდეს

13 თებერვალი, 2019 •
კაფე “მზიური” გაქურდეს

თბილისში, მზიურის პარკში, კაფე “მზიური” გაქურდეს. ნეტგაზეთსს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე – ქურდობის  მუხლით დაიწყო, თუმცა სხვა დეტალების შესახებ კომენტარი არ გააკეთეს.

როგორც კაფეს დამფუძნებელი, ანა გოგუაძე ნეტგაზეთთან ამბობს, შემთხვევა დღეს დილით, 9-ის ნახევარზე მოხდა.

“კაფეს კარი არის გატეხილი. შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც დაცვის თანამშრომლები კაფეს გვერდით, ოდნავ მოშორებით იმყოფებოდნენ. კაფეში 5 მოზარდი შეიჭრა, მათ სცადეს სათვალთვალო კამერების ჩამოხსნა, რამდენიმე გააფუჭეს, თუმცა ერთ-ერთმა მაინც შეძლო მათი დაფიქსირება.

რაც შეეხება ზარალს, წაღებულია ტელეფონი, ლეპტოპი, აიპოდი და 165 ლარი. წაღებული ტექნიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,” – ამბობს ანა გოგუაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი