ახალი ამბები

თბილისში ამბასადორიალი იმართება

4 აგვისტო, 2014 • 945
თბილისში ამბასადორიალი იმართება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკანინანის განცხადებით, ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართებოდა სექტემბერში, თუმცა წელს აგვისტოში გადმოიტანეს, რაც დაკავშირებულია უელსის ნატოს სამიტთან, რომელიც სექტემბერში იმართება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიურ მისიებს საზღვარგარეთ ამ დროისთვის უნდა ჰქონდეთ მიცემული დირექტივები და მათთვის ცნობილი უნდა იყოს მომავალი წლის სამუშაო.

 

“სექტემბერში აღნიშნულია უახლოესი მნიშვნელოვანი ღონისძიებები და გამოწვევები. არის ნატოს სამიტი და ნატოს გენერალური ასამბლეა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია გაეროს გენერალური ასამბლეა, სადაც სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავად უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას გაეროში.



დღევანდელ ამბასადორიალს გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ის იქნება ამბასადორიალის მოდერატორი. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი