ახალი ამბებირეკლამა

შინდისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცე მოეწყო

12 თებერვალი, 2019 •
შინდისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცე მოეწყო

მთაწმინდის გამგეობამ შინდისში კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობა და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაასრულა.  სპორტული სივრცის მოწყობისთვის განხორციელებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსახლეობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ახალგაზრდები ენთუზიაზმით ხვდებიან მსგავსი პროექტების განხორციელებას, რაც სასიხარულოა.  ჩვენ უფრო უნდა გავზარდოთ მოტივაცია მათში, რის გამოც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად გვაქვს განსაზღვრული“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

შინდისის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სპორტული სივრცე განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია  შესაბამისი ინვენტარით. სათამაშო ტერიტორია და საფეხმავლო ბილიკი არმირებული ფილებით მოპირკეთდა, რაზეც ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, ასევე, განათების ქსელი დამონტაჟდა.

პროექტის ფარგლებში, მოედნის ირგვლივ არსებულ ფერდთან გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა და გაბიონი მოეწყო, მიმდებარე სივრცე კი მოასფალტდა, სადაც პარკინგია შესაძლებელი.

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 319 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი